ომის ნამდვილი სახე
ზერტის საჯარო სკოლის ფოიეში მოეწყო გამოფენა ომის თემაზე. იქ წარმოდგენილი იყო როგორც ნახატები, ნაძერწი ნიმუშები, ასევე ლიტერატურული ჩანახატები. მესამე საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ლექციები თემაზე: ,,ომის ნამდვილი სახე”_ აგვისტოს ომი. მოსწავლეებს მიეწოდათ ისტორიული მასალები და მიეცა ამ ომს სამართლებრივი შეფასება. მე-XII კლასებში განხილული იქნა ლიტერატურული ნარკვევი ომის თემაზე და მის ირგვლივ მოეწყო დისკუსია.
,,ომის ნამდვილი სახე”_ ომი საქართველოში
XXI საუკუნეში, ცივილიზებულ პერიოდში, როცა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ომი პატარა და ვეებერთელა ქვეყნებს შორის, საკუთარ სამშობლოში ვიხილე. ეს ომი იყო უსამართლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უთანასწორო ძალებით.
2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო ომი რუსეთ_ საქართველოს შორის. ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით იბრძოდნენ, მაგრამ რუსებმა გამოიყენეს ავიაცია. დაბომბეს მრავალი ობიექტები, მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გორი და გორის რაიონი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან. ზოგიერთი სოფელი კი მიწასთან გაასწორეს: ერედვი, თამარაშენი, კეხვი, ქურთა, ავნევი, სადაც ომის შედეგად ვეღარ დაბრუნდნენ საკუთარ მიწა-წყალზე.
თითქმის ყოველდღე ცხინვალიდან დადიოდა სამხედრო ტექნიკა ჩვენი სოფლის გავლით ახალგორის მიმართულებით კბილებამდე შეიარაღებული რუსი და ოსი ბანდფორმირებები იარაღებით ამარაგებნენ და ამაგრებდნენ საკუთარ ბაზებს. შეშინებული სოფელი თითქმის მთლიანად დაიცალა. ჩვენი ოჯახიც წავედით, მაგრამ სად მივდიოდით ჩვენც არ ვიცოდით. არ გვქონდა გადარჩენის იმედი. გზადაგზა გვხვდებოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებსაც დაჭრილები მიჰყავდათ, სამხედრო მანქანები… მთელი ქართლი შავ ბოლში იყო გახვეული.
ევროსაბჭოს დაჟინებული მოთხოვნით რუსეთი იძულებული გახდა შეეწყვიტა ომი და დაეკავებინათ ომამდე პოზიციები, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთმა მიითვისა ცხინვალის რეგიონი, ახალგორი, აფხაზეთი.
ომი დამთავრდა, თუმცა ფორმალურად, რუსების დანატოვარ ,,საჩუქრებს” კიდევ ეწირებიან ომს გადარჩენილი ქართველები.
ახლაც არის ომის განახლების საშიშროება, მაგრამ იმედი მაქვს საქართველო -ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა კვლავ გაბრწყინდება! ჩვენთან არს ღმერთი!!!
ღაძაძე თამარი
XI კლასი
აგვისტოს ომი
… 2009 წლის 7 აგვისტო, თითქოსდა ერთი ჩვეულებრივი დღე, მაგრამ დღე ავბედითი ჩვენი სამშობლოსათვის. ისედაც მრავალნატანჯ და მრავალომგადახდილ საქართველოს კიდევ ერთი ომი დაატყდა თავს; ომი, რომლის დროსაც ასობით ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე დავკარგეთ; ომი, რომლის შედეგადაც ასობით დედა შეიმოსა შავი ძაძებით.
ზუზუნით წამოსული რუსული ტყვიებით გაწითლებული იყო საქართველოს ცა, ხოლო ქართული მიწა რუსული ბომბებით გახურებული. შეშინებული ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა სოფელს, გაჰყავდათ ქალები და ბავშვები. უფროსების თვალებშიც კი შიშმა დაისადგურა. წუთი წუთზე ველოდით ბომბის ჩამოვარდნას. რუსული თვითმფრინავები ჩვენი სოფლის თავზე გადაიფრენდნენ ხოლმე. ძალიან კარგად ჩანდა სოფლის მინდვრებიდან აფეთქებული ბომბების კვამლი, როგორ ადიოდა მაღლა-მაღლა და შავად გაიშლებოდა ხოლმე ცაზე. ყურში ახლაც მკაფიოდ ჩამესმის ჩემი სოფლის გზაზე ტანკების კოლონის ხმა, რომელიც საათობით გრძელდებოდა, მძიმე ტექნიკამ სოფლის გზაც დააზიანა და გზასთან ახლოს მდგარი სახლების კედლებიც დაბზარა. ტანკებზე მჯდარ რუს და კაზაკ ჯარისკაცებს ბავშვები შეშინებული თვალებით ვუყურებდით.
ამ ომმა მძიმე და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე.
შვიდი თვე გავიდა იმ საზარელი დღეების შემდეგ. დარწმუნებული ვარ ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებს ქართველი ერი და მჯერავს, ნამდვილად მჯერავს, რომ საქართველო გადარჩება თავის ხალხთან ერთად, თავის ,,ან”-თან და ,,ბან”-თან ერთად, რადგან ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.
მიჩიტაშვილი ომარი
XIკლასი
ომის ნამდვილი სახე - ახლანდელი რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტი და საერთაშორისო სამართალი
საქართველო ყოველთვის კავკასიის ღერძს წარმოადგენდა. რუსეთის მიერ დასაპყრობად საჭირო იყო ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა, შემდეგ კი მთელი კავკასია დაეპყრო. 1801 წლიდან საქართველოში რუსეთი შემოიჭრა და განახორციელა ანექსია -ოკუპაციის მზაკვრელი გეგმა - ბაგრატიონთა სამრეფოს მოსპობის და უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობის შემდეგ რუსეთმა მთელი კავკასია დაიპყრო.
1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღიდგინა ეკლესიამ ავტოკეფალია. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა განახორციელა იმპერიული ზრახვები : მოახდინა საქართველოს ოკუპაცია-ანექსია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრემ -რუსეთის ფედერაციამ განაგრძო შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომური ოლქის ტერიტორიებზე. რუსეთის ხელისუფლება პერმანენტულად აიარაღებდა სეპარატისტებს, უწევდა მათ სამხედრო, ფინანსურ , პოლიტიკურ მხარდაჭერას და ქვეყანა ჩაითრია შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც ფორმალურად საქართველოს და სეპარატისტებს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ რეალურად ეს იყო რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება.
რუსეთმა XX საუკუნის 90-იან წლებში რეგულარული ჯარის და დაქირავებულ პირების მეშვეობით განახორციელა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმინდა, რაც დადასტურებულია ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის 5-6 დეკემბრის, ლისაბონის 1996 წლის 2-3 დეკემბრისა და სტამბოლის 1999 წლის 18-19 ნოემბრის სამიტების დასკვნითი აქტებით და გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 2008 წლის 15 მაისს მიღებულ #62/249 რეზოლუციით.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი ღიად ჩაება კონფლიქში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და განახორციელა მასობრივი სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე. კონფლიქტის ზონაში პრაქტიკულად სრულად იქნა განადგურებული სამოქალაქო ობიექტები და დასახელებული პუნქტები.
2008 წლის აგვისტოში კონფლიქტის ზონაში განხორციელდა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაციის ყველა პრინციპი. კერძოდ, ჟენევის მე-4 კონვენციის (ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ) მე-3 მუხლი; ამ კონვენციის I დამატებითი ოქმის (შეიარაღებულ კონფლიქტში მსხვერპლთა დაცვის შესახებ) 75 მუხლის მე-2 ქვეპუნქტი; გაეროს 1968 წლის 19 დეკემბრის 244-ე რეზოლუცია (კონფლიქტების დროს ადამიანის უფლებათა დაცვა).
აგვისტოს ომის დროს რუსი სამხედროების და ოსური ბანდფორმირებების მიერ ჩედენილი იქნა ანტიჰუმანური ქმედებები;
ა) ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება;
ბ) სახლების გაჩხრეკვა, დარბევა, დაბომბვა, გადაწვა;
გ) მძევლად აყვანა და ცხინვალის იზოლატორში მოთავსება;
დ) ტყვეების უმიზეზოდ, უმოწყალოდ ცემა;
ე) ტყვეების მიწისქვეშა საკნებში ყოფნა, ცუდი კვება, აუტანელი პირობები;
ვ) მამაკაცებს აიძულებდნენ დაესუფთავებინათ ცხინვალის ქუჩები და დაემარხათ მკვდრები;
ზ) მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ცეცხლის გახსნა.
საქართველოს პარლამენტში არსებულმა ეთნიკური წმენდის ფაქტების შემსწავლელმა კომისიამ მოიპოვა ეთნიკური წმენდის 100-ზე მეტი შემთხვევის დამადასტურებელი მასალები; შეტანილია სარჩელი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდინარე პუნქტებში რუსი სამხედროები და ოსი სეპარატისტები ჯერ კიდევ აწყობენ პროვოკაციებს, რათა ქართული მხარე კვლავ იქნას ჩართელი საომარ მოქმედებებში.
среда, 22 апреля 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)